იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსები დააჯილდოვა

11 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს ორი ნოტარიუსიც დააჯილდოვა. ნანი სიდამონიძეს (ნოტარიუსი თბილისში) და ციალა იმედაშვილს (ნოტარიუსი გურჯაანში) სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა დღე  თელავში რთველით აღინიშნა. ყურძნის კრეფაში, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად,  ნოტარიუსებიც მონაწილეობდნენ.  
იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა დღე 2006 წელს პრეზინდეტის ბრძანებულებით დაწესდა. ეს დღე უკავშირდება 1918 წლის 11 ოქტომბერს მომხდარ მოვლენას, ამ დღეს მიღებული კანონით იუსტიციის სამინისტროსთან დაარსდა პირველი სტრუქტურული ერთეული, საკოდიფიკაციო განყოფილება, რომელიც ახორციელებდა კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებულის ოფიციალურ გამოცემას.