საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ გასულ თვეში 2 500-მდე მოქალაქეს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ გასულ თვეში 2 500-მდე მოქალაქეს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია. მოქალაქეები, ძირითადად, ინტერესდებიან მემკვიდრეობის მიღებასთან, ანდერძისა და უცხოეთში გასაგზავნი დოკუმენტების დამოწმებასთან, სანოტარო მოქმედების შესასრულებლად საჭირო საზღაურსა და ნოტარიუსთან წარსადგენ დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხებით. დაინტერესებულ პირებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში კონკულტაციის მიღება ადგილზე მისვლით და, ცხელი ხაზის საშუალებით (94 06 13), ტელეფონითაც შეუძლიათ. ამასთან, თქვენთვის საინტერესო კითხებზე პასუხის მიღება ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზეც (notary.ge) არის შესაძლებელი.Useful Links
For Members
Poll
All polls are finished