საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაციამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრმა ეკატერინე მარშანიამ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა თეონა წინწალაშვილმა გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის ორგანიზებულ კონფერენციაში ,,ნოტარიუსის როლი სამეწარმეო სამართალში“ მიიღეს მონაწილეობა.
ქართული ნოტარიატის წარმომადგენლებმა ევროპელ კოლეგებს სამეწარმეო სამართალში არსებული სანოტარო სერვისების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციის მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს დისტანციური დამოწმების სერვისის განვითარების გზებზე, განიხილეს დარგის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.
კონფერენცია გერმანიაში, ქალაქ ერლანგენში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების წარმომადგენლები.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished