შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელებთან ერთად, სისტემაში გატარებული რეფორმების პრეზენტაცია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამაც წარადგინა.
როგორც ბაჩანა შენგელიამ აღნიშნა, ნოტარიატში გატარდა ძირეული რეფომები და დაინერგა უამრავი ისეთი სიახლე, უპირველესად, ელექტრონული მმართველობა, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა და ეფექტური გახადა სანოტარო მომსახურება, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
ბიზნესის წარმომადგენელთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ამა წლის მარტიდან ნოტარიუსებისთვის ქონების უფლებისა და ბიზნესის რეგისტრაციის უფლების მინიჭებამ და აღინიშნა, რომ ეს მომხმარებელს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბანკებთან ურთიერთობას, ასევე, დააჩქარებს ბიზნესის რეგისტრაციის პროცესს. ბიზნესის წარმომადგენლებს კომპანიის დასარეგისტრირებლად არჩევანის მეტი საშუალება ექნებათ, საჯარო რეესტრის პარალელურად, ბიზნესის რეგისტრაცია შეეძლებათ ნოტარიუსებთანაც, ამასთან, ნოტარიუსთან ქონების უფლებისა და კომპანიის რეგისტრაციის საფასური დაჩქარებული მომსახურებისას არ იზრდება და შეადგენს მხოლოდ 50 ლარს.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბიზნესის წარმომადგენლებს ნოტარიატში გატარებული რეფორმები გააცნო
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა შეხვედრა სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გატარებულ რეფორმებსა და მიღწევებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი ხელისშემწყობი ფაქტორია.შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელებთან ერთად, სისტემაში გატარებული რეფორმების პრეზენტაცია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამაც წარადგინა.
როგორც ბაჩანა შენგელიამ აღნიშნა, ნოტარიატში გატარდა ძირეული რეფომები და დაინერგა უამრავი ისეთი სიახლე, უპირველესად, ელექტრონული მმართველობა, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა და ეფექტური გახადა სანოტარო მომსახურება, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
ბიზნესის წარმომადგენელთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ამა წლის მარტიდან ნოტარიუსებისთვის ქონების უფლებისა და ბიზნესის რეგისტრაციის უფლების მინიჭებამ და აღინიშნა, რომ ეს მომხმარებელს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბანკებთან ურთიერთობას, ასევე, დააჩქარებს ბიზნესის რეგისტრაციის პროცესს. ბიზნესის წარმომადგენლებს კომპანიის დასარეგისტრირებლად არჩევანის მეტი საშუალება ექნებათ, საჯარო რეესტრის პარალელურად, ბიზნესის რეგისტრაცია შეეძლებათ ნოტარიუსებთანაც, ამასთან, ნოტარიუსთან ქონების უფლებისა და კომპანიის რეგისტრაციის საფასური დაჩქარებული მომსახურებისას არ იზრდება და შეადგენს მხოლოდ 50 ლარს.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished