ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ პენსიონერი და 30 წლიანი პროფესიული სტაჟის მქონე ნოტარიუსები დააჯილდოვა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა ნოტარიატის სფეროს განვითარებაში ნოტარიუსის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და პენსიონერ ნოტარიუსებს ღირსეულად განვლილი პროფესიული გზისთვის სიგელები და საჩუქრები გადასცა. მადლობის სიგელები მიიღეს ნოტარიუსებმა: ნანა ბაკურაძემ, ნუნუ კალანდარიშვილმა, მაია კახიძემ და ლუიზა უმიკაშვილმა.
 
ნოტარიატში 30 წლიანი სტაჟისთვის კი მადლობის სიგელები გადაეცათ ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს, ნოტარიუსს მარიკა გოგოლაძეს,  ლელა ინწკირველს და სოფიო ხიალოვას.
 
ღონისძიებაზე პენსიონერი ნოტარიუსების შესახებ ორი ვიდეორგოლის ჩვენებაც გაიმართა.