თანამშრომლობა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის სანოტარო სამართლის შესწავლაში ხელის შეწყობას, მათთვის ლექცია-სემინარების ჩატარებას. ამასთან, მემორანდუმის საფუძველზე, სტუდენტები ნოტარიუსთა პალატასა და სანოტარო ბიუროებში სტაჟირებას გაივლიან და შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.
ნოტარიუსთა პალატა სტუდენტებთან თანამშრომლობას აგრძელებს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას აგრძელებს. დღეს ნოტარიუსთა პალატასა და თბილისის ღია სასწავლო უნივერიტეტის შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ნოტარიუსთა პალატის გამეგობის წევრმა ეკატერინე შენგელიამ ნოტარიატში გატარებული რეფორმები, მათ შორის ელექტრონული სერვისები, გააცნო.თანამშრომლობა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის სანოტარო სამართლის შესწავლაში ხელის შეწყობას, მათთვის ლექცია-სემინარების ჩატარებას. ამასთან, მემორანდუმის საფუძველზე, სტუდენტები ნოტარიუსთა პალატასა და სანოტარო ბიუროებში სტაჟირებას გაივლიან და შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished