ნსკ-ის ევროპულ საქმეთა კომისიის (CAE) სამუშაო შეხვედრა

საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ სალონიკში გამართული შეხვედრის ძირითადი თემა იყო "ნოტარიუსის როლი  სამემკვიდრეო საქმეებში“.
  
CAE-ს სამუშაო შეხვედის ფარგლებში, ნოტარიუსმა ნინო ხოფერიამ ისაუბრა სანოტარო სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებზე. კოლეგებმა საერთაშორისო კავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთმანეთს გაუზიარეს სამემკვიდრეო საქმეებზე სანოტარო სფეროში არსებული ევროპული სტანდარტები, განიხილეს ასევე ანდერძის შედგენასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებში ნოტარიუსის როლი სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე.
 
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის პრიორიტეტია საქართველოში სანოტარო სერვისების საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რასაც ხელს უწყობს საერთაშორისო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრებში ნოტარიუსთა მონაწილეობა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით გამოცდილების შეძენა.