საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ორგანიზებით, ნოტარიუსებისთვის სამეწარმეო სამართლის პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებზე სემინარი მიმდინარეობს

მეწარმის დაფუძნება და რეგისტრაცია, კორპორაციული მართვა სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოში, სუბიექტის პირველადი რეგისტრაცია, რეორგანიზაცია,  სამეწარმეო საზოგადოების გაუქმება და ლიკვიდაცია - ამ და თემასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ  ნოტარიუსები ექსპერტებთან ერთად.
 
სემინარის ფარგლებში ნოტარიუსები ტრენერებისგან სამეწარმეო სამართლის კუთხით ღებულობენ ამომწურავ რეკომენდაციებს, რაც მათ დაეხმარება  გასცენ  ერთიანი სტანდარტის შესაბამისი სრულყოფილი სანოტარო სერვისები. 
 
ნოტარიუსთა პალატის გამგეობა  მუდმივად ზრუნავს თითოეული ნოტარიუსის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც მნიშვნელოვანია მოქალაქეების სწრაფი და კომფორტული სანოტარო მომსახურებისთვის.
 
სემინარი მიმდინარეა და იგი 9 ივნისს დასრულდება.