ვაკანსია საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში

სსიპ ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატა" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება - მაგისტრი, პროფესია იურისტი.
საჯარო სექტორში იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, სანოტარო სფეროში იურისტად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
 
იურიდიული სამსახურის სპეციალისტის ფუნქციებია:  
 
  • ნოტარიატის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება;
  •  ნოტარიატთან დაკავშირებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
  • განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შესაბამისი განმარტებითი ბარათების მომზადება;
  • ნოტარიუსთა პალატის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება და ვიზირება; 
  • სანოტარო სისტემის თანამშრომლებისთვის კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
  • სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის შესწავლა სანოტარო პრაქტიკის განზოგადების მიზნით  სანოტარო პრაქტიკის განზოგადებაში მონაწილეობის მიღება  ნოტარიუსთა პალატის სახელით გამოსაცემი სამართლებრივი ხასიათის, ნოტარიატთან დაკავშირებული, სახელმძღვანელო თუ სარეკომენდაციო მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება, სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • სამართლებრივი ხასიათის განცხადებების (კორესპონდენციის)და საჩივრების შესწავლა  და შესაბამისი სამართლებრივი პასუხების მომზადება;
  • გამგეობის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის დავალებით იურიდიულ სამსახურთან დაკავშირებული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
 
კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება, პირველ ეტაპზე შემოსული განცხადებები განიხილება და გადაირჩევა საკონკურსო მოთხოვნათა შესაბამისად, რის შემდეგაც ჩატარდება გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაციის ნახვა მსურველებს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე შეუძლიათ:
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/84567?active=1