აღნიშნულ სოფლებში შეიქმნება უფასო ინტერნეტით აღჭურვილი კომპიუტერული მომსახურების ცენტრები, სადაც კონკურსის შედეგად შერჩეული თანამშრომლები მოსახლეობას შესთავაზებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს, ონლაინ გაკვეთილებს, ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიებას...
„21-ე საუკუნეში კომპიუტერის ცოდნის გავრცელება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მე-19 საუკუნის მიწურულს წერა-კითხვის სწავლება და გავრცელება იყო. სოფლების მოსახლეობის მხრიდან გამოხატული დაინტერესება ცხადყოფს, რომ „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ პროექტში მოქალაქეებიც აქტიურად ჩაერთვებიან. კომპიუტერის ცოდნის გავცელების მიზანს მოსახლოებაში განათლების დონის ამაღლებასთან ერთად, სოფლების მცხოვრებთათვის კერძო და სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაც წარმოადგენს. ადგილობრივი მოსახლეობა, კომპიუტერული მომსახურების ცენტრების თანამშრომელთა დახმარებით, რაიონულ ცენტრებში ჩაუსვლელად შეძლებენ მომსახურების მიღებას და შემდგომ თვითონაც შეისწავლიან ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებასა და ონლაინ სერვისებით სარგებლობას,“ - განაცხადა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ.
ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა ქართლის სოფლების მოსახლეობას გააცნეს სახელმწიფო, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროსა და მათ შორის ნოტარიუსთა პალატის ყველა ის სერვისი, რისი მიღებაც საქართველოს მოქალაქეს ინტერნეტის მეშვეობით შეუძლია. ადგილობრივ მცხოვრებლებს დეტალურად აუხსნეს ონლაინ მომსახურების უპირატესობა, რაც, უპირველესად, დროისა და ხარჯის დაზოგვას გულისხმობს.
„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ პროექტს ქართლის მოსახლეობაც გაეცნო
„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ პროექტს საქართველოს ნოტარიუსთა პალატაც შეუერთდა. პალატის წარმომადგენლები, ინტელექტუალური კლუბის „რა, სად, როდის?“ არაერთგზის გამარჯვებული გუნდის კაპიტანთან დავით რაფავასთან ერთად, ქართლის სოფლებში: მეტეხში, ხოვლეში, ზემო ხანდაკსა და ძეგვში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლოებას დეტალურად გააცნეს პროექტის მიზანი და ყველა ის უპირატესობა, რასაც რაიონებსა და სოფლებში კომპიუტერის ცოდნის გავრცელება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა მოიტანს.აღნიშნულ სოფლებში შეიქმნება უფასო ინტერნეტით აღჭურვილი კომპიუტერული მომსახურების ცენტრები, სადაც კონკურსის შედეგად შერჩეული თანამშრომლები მოსახლეობას შესთავაზებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს, ონლაინ გაკვეთილებს, ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიებას...
„21-ე საუკუნეში კომპიუტერის ცოდნის გავრცელება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მე-19 საუკუნის მიწურულს წერა-კითხვის სწავლება და გავრცელება იყო. სოფლების მოსახლეობის მხრიდან გამოხატული დაინტერესება ცხადყოფს, რომ „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ პროექტში მოქალაქეებიც აქტიურად ჩაერთვებიან. კომპიუტერის ცოდნის გავცელების მიზანს მოსახლოებაში განათლების დონის ამაღლებასთან ერთად, სოფლების მცხოვრებთათვის კერძო და სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაც წარმოადგენს. ადგილობრივი მოსახლეობა, კომპიუტერული მომსახურების ცენტრების თანამშრომელთა დახმარებით, რაიონულ ცენტრებში ჩაუსვლელად შეძლებენ მომსახურების მიღებას და შემდგომ თვითონაც შეისწავლიან ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებასა და ონლაინ სერვისებით სარგებლობას,“ - განაცხადა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ.
ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა ქართლის სოფლების მოსახლეობას გააცნეს სახელმწიფო, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროსა და მათ შორის ნოტარიუსთა პალატის ყველა ის სერვისი, რისი მიღებაც საქართველოს მოქალაქეს ინტერნეტის მეშვეობით შეუძლია. ადგილობრივ მცხოვრებლებს დეტალურად აუხსნეს ონლაინ მომსახურების უპირატესობა, რაც, უპირველესად, დროისა და ხარჯის დაზოგვას გულისხმობს.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished