ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ ნოტარიუსებს დედის დღე მიულოცა
საღამოზე გამოფენილი იყო ნოტარიუსების მიერ შესრულებული ნახატები. ღონისძიებაზე ნოტარიუსებმა საკუთარი ლექსებიც წაიკითხეს.
დედის დღე ღონისძიების მონაწილეებს გამგეობის თავმჯდომარემ მიულოცა. "ყველა ქალს, დედას, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ქვეყნისთვის, ერისთვის ღირსეული და სამაგალითო შვილების აღზრდას“, - აღნიშნა ეკატერინე ნანდოშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნოტარიუსები, ნოტარიუსების შვილები, მხატვართა და მწერალთა კავშირის თავმჯდომარეები, აკადემია ,,გულანის“ დამფუძნებელი და მოწვეული სტუმრები.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished