ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ 3 მარტი მრავალშვილიან დედას მიულოცა
ეკატერინე ნანდოშვილმა დედის დღე რუსთავში მცხოვრებ 5 შვილის დედას ფიქრია გაბაძეს მიულოცა. ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ მრავალშვილიან დედას და ბავშვებს საჩუქრად კომპიუტერი, წიგნები, სათამაშოები, საოჯახო ტექნიკა, საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადასცა.
ოჯახის ყველაზე პატარა წევრმა, 3 წლის გიორგიმ სურვილი აისრულა და საოცნებო ველოსიპედი მიიღო საჩუქრად.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობა სისტემატურად მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში და ეხმარება მრავალშვილიან დედებს.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished