„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ პროექტის მიზანი თერჯოლის რაიონის მოსახლეობასაც გააცნეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ პროექტში მონაწილეობას აგრძელებს. პალატის წარმომადგენლები, ამჯერად, თერჯოლის რაიონის ხუთ სოფელს (სიმონეთი, ეწერი, სიგთარვა, ალისუბანი, ღვანკოთი) ეწვივდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის მიზნები, სოფლებში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და  კერძო თუ სახელმწიფო სერვისების ინტერნეტის მეშვეობით დანერგვის უპირატესობა გააცნეს.

 

„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ პროექტის ფარგლებში, შეირჩა 300 სოფელი, სადაც  უფასო ინტერნეტით აღჭურვილი კომპიუტერული მომსახურების ცენტრები შეიქმნება.  აღნიშნულ ცენტრებში კონკურსის შედეგად შერჩეული  თანამშრომლები მოსახლეობას  შესთავაზებენ  სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს, ონლაინ გაკვეთილებს, ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიებას...

 

„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ წამოწყებამ თერჯოლის რაიონის მოსახლეობის დიდი დაინტერესება გამოიწვია. პროექტში აქტიურად ჩართვისა და კომპიუტერულ ცენტრებში დასაქმების სურვილი ბევრმა გამოთქვა. ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა კომპიუტერულ ცენტრებში დასაქმების მსურველებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სააპლიკაციო ფორმები დაურიგეს.

 

კომპიუტერის ცოდნის გავცელების მიზანს მოსახლოებაში განათლების დონის ამაღლებასთან ერთად, სოფლების მცხოვრებთათვის კერძო და სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაც წარმოადგენს.