ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ ,,მომავლის გზის“ აღსაზრდელებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცა
ახალი წელი ბავშვებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ერეკლე ღვინიანიძემ, თორნიკე ჭეიშვილმა, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა მიულოცეს და საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს.
ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე ნოტარიუსებმა მერაბ ფარჯიკიამ და ეკატერინე მარშანიამ იზრუნეს. შემეცნებით-გასართობი პროგრამის ფარგლებში პატარებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ თამაშებში.
საახალწლო ღონისძიებაში ,,მომავლის გზის“ აღსაზრდელებთან ერთად მონაწილეობდნენ ნოტარიუსების შვილები, შვილიშვილები.
ნოტარიუსთა პალატა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის უწყება, სისტემატურად მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში და, შესაძლებლობების ფარგლებში, ეხმარება მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished