მოქალაქეთა სანოტარო მომსახურების ხარისხის ამაღლების საკითხებზე გამგეობის გაფართოებულ სხდომაზე იმსჯელეს
განსახილველ საკითხთა შორის იყო სანოტარო საქმიანობის მარეგულირებულ სამართლებრივ აქტებში განხორციელებული ცვლილებები. მათ შორის - კერძო მესაკუთრეების ქონებრივი უფლებების უკეთ დაცვა და უცხოურ მინდობილობების გაფორმებასთან დაკავშირებული რეგულაციები.
სანოტარო სისტემაში შემდგომი საერთო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, გამგეობის წევრებმა და ნოტარიუსებმა პოზიციები შეაჯერეს და ისაუბრეს უწყებებს შორის ამ მიმართულებით კოორდინაციაზე.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობა გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა, თავმჯდომარის მოადგილემ, გამგეობის წევრებმა და ნოტარიუსებმა მიიღეს.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished