ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირმა ქართული ნოტარიატის მიღწევები ინსტიტუციურ შეხვედრებზე განიხილა
სანოტარო სფეროში განხორციელებული სამართლებრივი რეგულაციები, სანოტარო სამართლის დისციპლინის გაძლიერება, შშმ პირებისთვის სანოტარო სერვისების მისაწვდომობის გაუმჯობესება, - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ნოტარიუსთა პალატის დელეგაციამ ბრაზილიაში გამართულ კონფერენციაზე იმსჯელა.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილი, თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძე და გამგეობის წევრი დავით იმნაძე კონფერენციის პარალელურად ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს ლიონელ გალიეზს შეხვდნენ და ონლაინ სანოტარო მოქმედებები და ზოგადად, სანოტარო მომსახურების გაციფრულების უპირატესობები განიხილეს.
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ინსტიტუციურ შეხვედრებში მონაწილეობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, კოლეგებმა ნოტარიუსთა კავშირის წევრი ქვეყნებიდანაც მიიღეს.
საერთაშორისო ურთიერთობების როლი ქართულ სანოტარო სფეროში მნიშვნელოვანია. ქართველი ნოტარიუსები ევროპელ კოლეგებს მუდმივად უზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს და მიღწევებს პროფესიულ საქმიანობაში.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished