მიღებას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებით დაინტერესებული საერთაშორისო ორგნიზაციებისა და ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, კოალიციის „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" წევრები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე არასრულწლოვნები, ჟურნალისტები, მოწვეული სტუმრები.
სამინისტროს ფოიეში სპეციალურად ამ დღისათვის გამოფენა მოეწყო, სახელწოდებით - „შესაძლებლობები შეუზღუდავია." სამინისტროს სამსახურებში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოები „კიკალასტუდიომ" გადაიღო. სახლსა და ოფისში, სამუშაო მაგიდასთან გადაღებული კადრებით ფოტოგამოფენის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა.
იუსტიციის სამინისტრო და მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების პროგრამას უკვე რამდენიმე წელია, ახორცილებენ.
სალომე გარუჩავა, რომელსაც გადაადგილების უნარი აქვს შეზღუდული, ნოტარიუსთა პალატაში 2009 წლის ოქტომბრიდან მუშაობს. იგი მოქალაქეებს საკუთარი სახლიდან ემსახურება და მათ სანოტარო მოქმედებათა ელექტრონულ რეესტრში სანოტარო მოქმედებების შესახებ არსებულ ინფორმაციას აწვდის და კონსუტაციას უწევს. ანუ, მოქალაქეს, ვისაც ინტერნეტი არ აქვს, სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონის საშულებით, შეუძლია გადაამოწმოს, რეგისტრირებულია თუ არა მისთვის საინტერესო სანოტარო აქტი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად წელს, სააღდგომოდ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ორგანიზებით, შარდენზე გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. საქველმოქმედო კონცერტსა და გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხით კოალიციის„ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" სასათბურე მეურნეობაში გათბობის სისტემა დამონტაჟდება.
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოში 2000 წლიდან, პარლმენტის გადაწყვეტილებით აღინიშნება.
'შესაძლებლობები შეუზღუდავია''- ფოტოგამოფენა იუსტიციის სამინისტროში
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროში მიღება გაიმართა. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ნოტარიუსთა პალატაში, საჯარო და სამოქალაქო რეესტრეებში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ეროვნულ არქივში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე შეხვდა.მიღებას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებით დაინტერესებული საერთაშორისო ორგნიზაციებისა და ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, კოალიციის „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" წევრები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე არასრულწლოვნები, ჟურნალისტები, მოწვეული სტუმრები.
სამინისტროს ფოიეში სპეციალურად ამ დღისათვის გამოფენა მოეწყო, სახელწოდებით - „შესაძლებლობები შეუზღუდავია." სამინისტროს სამსახურებში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოები „კიკალასტუდიომ" გადაიღო. სახლსა და ოფისში, სამუშაო მაგიდასთან გადაღებული კადრებით ფოტოგამოფენის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა.
იუსტიციის სამინისტრო და მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების პროგრამას უკვე რამდენიმე წელია, ახორცილებენ.
სალომე გარუჩავა, რომელსაც გადაადგილების უნარი აქვს შეზღუდული, ნოტარიუსთა პალატაში 2009 წლის ოქტომბრიდან მუშაობს. იგი მოქალაქეებს საკუთარი სახლიდან ემსახურება და მათ სანოტარო მოქმედებათა ელექტრონულ რეესტრში სანოტარო მოქმედებების შესახებ არსებულ ინფორმაციას აწვდის და კონსუტაციას უწევს. ანუ, მოქალაქეს, ვისაც ინტერნეტი არ აქვს, სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონის საშულებით, შეუძლია გადაამოწმოს, რეგისტრირებულია თუ არა მისთვის საინტერესო სანოტარო აქტი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად წელს, სააღდგომოდ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ორგანიზებით, შარდენზე გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. საქველმოქმედო კონცერტსა და გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხით კოალიციის„ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" სასათბურე მეურნეობაში გათბობის სისტემა დამონტაჟდება.
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოში 2000 წლიდან, პარლმენტის გადაწყვეტილებით აღინიშნება.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished