ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა მედიაციის საკითხებზე დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ღონისძიება მედიაციის წელთან დაკავშირებით მედიატორთა ასოციაციის, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ პროგრამის და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ხელშეწყობით   გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, პარლამენტის და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დისკუსიაში, რომელიც მედიაციის უპირატესობებსა და გამოწვევებს ეხებოდა, მონაწილეობდნენ აგრეთვე ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძე და გამგეობის წევრები.
სანოტარო სფეროში მედიაციას მედიატორი ნოტარიუსები ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ სანოტარო მედიაცია ხელს უწყობს სასამართლოს განტვირთვას სამოქალაქო დავებისაგან და მოდავე მხარეებს დავის სწრაფად, ნაკლები ფინანსური დანახარჯით და მორიგებით დასრულების საშუალებას აძლევს.