სანოტარო მომსახურება ბათუმსა და ქარელში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძე ბათუმსა და ქარელში ახალ დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა.
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2022 წლიდან დღემდე თანამდებობაზე სულ 15 ახალი ნოტარიუსი დაინიშნა. შესაბამისად, სანოტარო მომსახურება რიგ სოფლებსა და დაბებში უკვე ხელმისაწვდომია, ზოგიერთ ქალაქში კი სანოტარო მომსახურებას ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ახორციელებს. ახალდანიშნული ნოტარიუსი პირველი 3 წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას ისეთ რაიონში ახორციელებს, სადაც სანოტარო სერვისები სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ ახალ დანიშნულ ნოტარიუსებთან შეხვედრაზე სანოტარო სერვისების თაობაზე ისაუბრა, ნოტარიუსებს ნოტარიატში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და პროფესიული წარმატებები უსურვა.
შეხვედრას ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ადამიანური რესურსების მართვის და საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished