ფორუმის მონაწილეებს ელექტრონული სანოტარო რეესტრის ფუნქციების, ონლაინ სანოტარო მოქმედებების და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელმა ჯაბა ჯამაგიძემ მიაწოდა. ღონისძიების მონაწილეებს წარედგინა იმ სანოტარო მომსახურების პროცედურების აღწერილობა, რაც ცალკეული დისტანციური მომსახურებისას ხორციელდება.
ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა ფიქრათ მამადოვმა გახსნეს.
ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება და მას საქართველო და აზერბაიჯანი მორიგეობით უმასპინძლებს.
ელექტრონული სანოტარო სერვისების შესახებ სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმსჯელეს
ქართულ-აზერბაიჯანულ სამართლებრივ ფორუმზე ნოტარიუსთა პალატამ ელექტრონული სერვისების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.ფორუმის მონაწილეებს ელექტრონული სანოტარო რეესტრის ფუნქციების, ონლაინ სანოტარო მოქმედებების და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელმა ჯაბა ჯამაგიძემ მიაწოდა. ღონისძიების მონაწილეებს წარედგინა იმ სანოტარო მომსახურების პროცედურების აღწერილობა, რაც ცალკეული დისტანციური მომსახურებისას ხორციელდება.
ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა ფიქრათ მამადოვმა გახსნეს.
ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება და მას საქართველო და აზერბაიჯანი მორიგეობით უმასპინძლებს.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished