როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრმა ეკატერინე შენგელიამ განაცხადა, ნოტარიუსთა პალატა უმაღლეს სასწავლებლებთან თანაშრომლობისა და სტუდენტთა დასაქმების კუთხით, რამდენიმე პროექტს ახორციელებს. „ნოტარიატის სისტემაში წლეულს 15-მდე სტუდენტი დასაქმდა. სტუდენტები სანოტარო ბიუროებშიც მუშაობენ. მათ ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწეთა ერთთვიანი კურსები გაიარეს. ნოტარიუსთა პალატა სამომავლოდ კიდევ 50-მდე სტუდენტის დასაქმებას გეგმავს“, - აღნიშნა ეკატერინე შენგელიამ.
ნოტარიუსის თანაშემწეთა მომზადება ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში 2012 წლის გაზაფხულიდან დაიწყო და პერმანენტულად გრძელდება. კურდამთავრებულთა მონაცემები რეგისტრირებულია ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე განთავსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ნოტარიუსები, საჭიროების შემთხვევაში, თანაშემწეებს აღნიშნული ბაზიდან არჩევენ.
ამასთან, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ნოტარიუსთა პალატასა და სანოტარო ბიუროებში პრაქტიკული სწავლების გავლის საშუალებაც აქვთ, რაც მათ ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებაში ეხმარება.
ნოტარიუსთა პალატამ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამ სტუდენტს ყოველთვიური სტიპენდიაც დაუნიშნა. სტუდენტები სტიპენდიას ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ.
ნოტარიუსთა პალატაში ოთხი სტუდენტი დასაქმდა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ, საზაფხულო არდადეგებზე სტუდენტების დასაქმების პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები დაასაქმა. ერთი სტუდენტი ნოტარიუსთა პალატის მოქალაქეთა მისაღებში მუშაობს, სამი - ნოტარიუსთა პალატის არქივის სამსახურში.როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრმა ეკატერინე შენგელიამ განაცხადა, ნოტარიუსთა პალატა უმაღლეს სასწავლებლებთან თანაშრომლობისა და სტუდენტთა დასაქმების კუთხით, რამდენიმე პროექტს ახორციელებს. „ნოტარიატის სისტემაში წლეულს 15-მდე სტუდენტი დასაქმდა. სტუდენტები სანოტარო ბიუროებშიც მუშაობენ. მათ ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწეთა ერთთვიანი კურსები გაიარეს. ნოტარიუსთა პალატა სამომავლოდ კიდევ 50-მდე სტუდენტის დასაქმებას გეგმავს“, - აღნიშნა ეკატერინე შენგელიამ.
ნოტარიუსის თანაშემწეთა მომზადება ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში 2012 წლის გაზაფხულიდან დაიწყო და პერმანენტულად გრძელდება. კურდამთავრებულთა მონაცემები რეგისტრირებულია ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე განთავსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ნოტარიუსები, საჭიროების შემთხვევაში, თანაშემწეებს აღნიშნული ბაზიდან არჩევენ.
ამასთან, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ნოტარიუსთა პალატასა და სანოტარო ბიუროებში პრაქტიკული სწავლების გავლის საშუალებაც აქვთ, რაც მათ ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებაში ეხმარება.
ნოტარიუსთა პალატამ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამ სტუდენტს ყოველთვიური სტიპენდიაც დაუნიშნა. სტუდენტები სტიპენდიას ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished