ნოტარიუსთა პალატის დელეგაციამ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხდომაზე უცხოელ კოლეგებთან ნოტარიატთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემები განიხილა
ელექტრონული ხელმოწერები, დიჯიტალიზაცია, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს.
ქართული გამოცდილება კოლეგებს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელმა ეკატერინე ნანდოშვილმა და კავშირის გენერალური საბჭოს წევრმა, ნოტარიუსმა მანანა გოგაშვილმა გაუზიარეს.
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის (UINL) ინსტიტუციური შეხვედრები მიუნხენში შერეულ ფორმატში გაიმართა.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრია. მსგავსი შეხვედრები ყოველწლიურად იმართება და მიზანად ისახავს მიმდინარე და აქტუალური თემების განხილვას, ამოცანების დასახვას და წევრი ნოტარიატი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას.

Useful Links
For Members
Poll
All polls are finished