ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძე სომხეთის ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარეს ლილიტ მურადიანს შეხვდა
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ სომხეთის ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარესთან ლილიტ მურადიანთან სანოტარო აქტების ნამდვილობის დადასტურების, სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობასა და ელექტრონული სერვისების თაობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე დავით ფუტკარაძემ ქ-ნ ლილიტ მურადიანთან მობილური აპლიკაციის შესახებაც ისაუბრა, რომელიც სულ მალე ჩაანაცვლებს ელექტრონული კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებს ონლაინ სანოტარო მოქმედების შესრულების დროს.
შეხვედრის მიზანი ორ ქვეყანას შორის ნოტარიატის სფეროში დაგეგმილი სიახლეების გაცნობა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება იყო.
2007 წლიდან საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყანაა და აქტიურად თანამშრომლობს კავშირის წევრ ქვეყნებთან, მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკასთანაც.
სომეხ კოლეგასთან შეხვედრა ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციულ ოფისში შედგა.
სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში უმასპინძლა.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished