აჭარელი ნოტარიუსების ოფისი ბათუმის იუსტიციის სახლში განთავსდება
რატი ბრეგაძის ინიციატივით, აჭარელი ნოტარიუსების ოფისი ბათუმის იუსტიციის სახლში განთავსდება
ნოტარიუსტა პალატის აჭარის წარმომადგენლობას დღეიდან ახალი მისამართი აქვს. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინიციატივით, ისინი ბათუმის იუსტიციის სახლის მე-16 სართულზე განთავსდებიან. ნოტარიუსთა პალატის აჭარის ოფისი ბათუმის იუსტიციის სახლში ფუნქციონირებას უკვე დღეიდან შეუდგება.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სამუშაო ვიზიტით ქუთაისში, ოზურგეთსა და აჭარაში იმყოფებოდა. მან დასავლეთ საქართველოში სტუმრობა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან შეხვედრით დაასრულა.
რეგიონებში მინისტრის სამუშაო შეხვედრების მიზანი იუსტიციის სისტემის გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე დროული და ეფექტიანი რეაგირებაა.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished