იუსტიციის სასწავლო ცენტრი ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორთა ტესტირების შედეგებს აქვეყნებს
ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორთა თეორიული კურსის დასრულების შემდეგ ჩატარებული ტესტირების შედეგები ცნობილია - პროფესიულ ნაწილში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (75 ან მეტი ქულა) 45-მა სტაჟიორმა გადალახა.
წარმატებული სტაჟიორები სწავლებას ნოტარიუსთა პალატაში გააგრძელებენ და დაიწყებენ პრაქტიკულ კურსს. სტაჟირების დასრულების შემდგომ წარმატებულ აპლიკანტებს საშუალება ექნებათ დაიკავონ ნოტარიუსის თანამდებობა.
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორთა ტესტირება, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. სტაჟიორებმა საგამოცდო ტესტები მას შემდეგ წერეს, რაც ნოტარიუსთა პალატაში თეორიული კურსი დაასრულეს.
ცნობისთვის, დაინტერესებული პირები ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირებას კონკურსის საფუძველზე გადიან. იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა პალატის ბოლო სტაჟიორთა კონკურსი 2019 წლის დეკემბერში დასრულდა. მაშინ პროფესიული ტესტირება წარმატებით ჩააბარა 51-მა აპლიკანტმა. წარმატებული კონკურსანტები სტაჟირებას ნოტარიუსთა პალატაში გადიან. სწავლების კურსი 10 თვიანია და მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილს.
სტაჟირება ნოტარიუსთა პალატაში ერთ-ერთი საშუალებაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად, საგამოცდო და ტესტირების პროცესს, ტრადიციულად, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ატარებს.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished