ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების კურსის გადადებასთან დაკავშირებით
სტაჟიორთა საყურადღებოდ!
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას გულისხმობს.
გამომდინარე აქედან, სტაჟირების კურსი, რომელიც 16 მარტს უნდა დაწყებულიყო, გადაიდო.
დამატებითი ინფორმაცია სტაჟირების კურსის განახლებასთან დაკავშირებით განთავსდება როგორც ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე www.notary.ge, ასევე, გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით ინდივიდუალურად.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished