ახალგაზრდა ნოტარიუსები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გაიარეს სტაჟირება, ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდა და დღეს პროფესიულ საქმიანობას ეწევიან, სტუდენტებს, რომლებსაც სურთ გახდნენ ნოტარიუსები, ურჩევენ, მიიღონ მონაწილეობა მიმდინარე კონკურსში და გადადგან პირველი ნაბიჯი სასურველი პროფესიისაკენ.
მორიგი ასეთი შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა. ნოტარიუსებმა ოლღა გიორგაძემ და გიგი გოლუბიანმა სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა და კონკურსის პირობები გააცნეს და ნოტარიუსის პროფესიის შესახებ ესაუბრნენ, შეხვედრის ბოლოს კი მათ კითხვებსაც უპასუხეს. იურდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებს, რომელთაც აინტერესებთ ნოტარიუსის პროფესია ან ჯერ არ გაუკეთებიათ პროფესიული არჩევანი, შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ სანოტარო სისტემის და საქმიანობის შესახებ, რაც მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებათ, ნოტარიუსთა პალატას კი საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება მეტი პერსპექტიული და მოტივირებული კადრი მოიზიდოს სანოტარო სისტემაში. საუნივერსიტეტო შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში სტაჟიორთა კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში რეგულარულად იმართება. ნოტარიუსები აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების მაგისტრანტებს ხვდებიან. სტაჟიორთა კონკურსი ნოტარიუსთა პალატამ 2019 წლის 9 ნოემბრიდან გამოაცხადა და ის 5 დეკემბრამდე გასტანს. სტაჟირების პროგრამის თანახმად იურისტებს, რომელთაც სურთ დაეუფლონ ნოტარიუსის პროფესიას, ნოტარიუსთა პალატაში შესაძლებლობა აქვთ გაიარონ სტაჟირების სრული კურსი, რომელიც მოიცავს 10 თვეს. აქედან 5 თვე კი ეთმობა სანოტარო პრაქტიკას. პროფესიულ პრაქტიკას მომავალი ნოტარიუსები სანოტარო ბიუროებსა და სხვადასხვა საჯარო უწყებებში გაივლიან. დეტალური ინფორმაცია ნოტარიუსის პროფესიით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ნოტარიუსთა პალატის და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე.
შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან
„გაიარე სტაჟირება და გახდი ნოტარიუსი“ - ნოტარიუსთა პალატა სტაჟირების გამოცხადების პარალელურად საუნივერსიტეტო შეხვედრებს განაგრძობს. შეხვედრების მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს სტაჟირების კონკურსის შესახებ, რომელიც 9 ნოემბერს გამოცხადდა. სტაჟირება ნოტარიუსად გახდომის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. სხვაგვარად სანოტარო სისტემაში დასაქმება შეუძლებელია. ამ პროფესიით დაინტერესებულ პირებს ყოველთვის არ ეძლევათ სტაჟირების გავლის და, შესაბამისად, ნოტარიუსის პროფესიის დაუფლების საშუალება.ახალგაზრდა ნოტარიუსები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გაიარეს სტაჟირება, ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდა და დღეს პროფესიულ საქმიანობას ეწევიან, სტუდენტებს, რომლებსაც სურთ გახდნენ ნოტარიუსები, ურჩევენ, მიიღონ მონაწილეობა მიმდინარე კონკურსში და გადადგან პირველი ნაბიჯი სასურველი პროფესიისაკენ.
მორიგი ასეთი შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა. ნოტარიუსებმა ოლღა გიორგაძემ და გიგი გოლუბიანმა სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა და კონკურსის პირობები გააცნეს და ნოტარიუსის პროფესიის შესახებ ესაუბრნენ, შეხვედრის ბოლოს კი მათ კითხვებსაც უპასუხეს. იურდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებს, რომელთაც აინტერესებთ ნოტარიუსის პროფესია ან ჯერ არ გაუკეთებიათ პროფესიული არჩევანი, შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ სანოტარო სისტემის და საქმიანობის შესახებ, რაც მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებათ, ნოტარიუსთა პალატას კი საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება მეტი პერსპექტიული და მოტივირებული კადრი მოიზიდოს სანოტარო სისტემაში. საუნივერსიტეტო შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში სტაჟიორთა კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში რეგულარულად იმართება. ნოტარიუსები აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების მაგისტრანტებს ხვდებიან. სტაჟიორთა კონკურსი ნოტარიუსთა პალატამ 2019 წლის 9 ნოემბრიდან გამოაცხადა და ის 5 დეკემბრამდე გასტანს. სტაჟირების პროგრამის თანახმად იურისტებს, რომელთაც სურთ დაეუფლონ ნოტარიუსის პროფესიას, ნოტარიუსთა პალატაში შესაძლებლობა აქვთ გაიარონ სტაჟირების სრული კურსი, რომელიც მოიცავს 10 თვეს. აქედან 5 თვე კი ეთმობა სანოტარო პრაქტიკას. პროფესიულ პრაქტიკას მომავალი ნოტარიუსები სანოტარო ბიუროებსა და სხვადასხვა საჯარო უწყებებში გაივლიან. დეტალური ინფორმაცია ნოტარიუსის პროფესიით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ნოტარიუსთა პალატის და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished