ფრანკფურტში სანოტარო მედიაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია მარიკა გოგოლაძის ხელმძღვანელობით ქ. მაინის ფრანკფურტს და ქ. მაინცს ესტუმრა. შეხვედრა გაიმართა გერმანიის ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელთან ევროკავშირში ქალბატონ იუდიტ იუნკთან. შეხვედრის ძირითადი თემა სანოტარო მედიაციაში გამოცდილების გაზიარება იყო. ,,საერთშორისო ურთიერთობების როლი ქართულ სანოტარო სისტემაში უმნიშვნელოვანესია. ჩვენ მუდმივად ვეცნობით ლათინური ნოტარიატის ქვეყნების გამოცდილებას, რათა ჩვენი სერვისები მოქალაქეებისათვის უფრო მოქნილი და კომფორტული იყოს“, -აღნიშნა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე და პალატის აღმასრულებელი დირექტორი თეა აბრამიძე ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ ნოტარიუსთა საერთშორისო კავშირის საგარეო საქმეთა წარმომადგენელს რიჩარდ ბოკს. საუბარი შეეხებოდა ორ ქვეყანას შორის სანოტარო სფეროში დაგეგმილ სამომავლო ურთიერთობებს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა ქ. მაინცში სანოტარო ბიუროც მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ სანოტარო მოქმედებების სპეციფიკას.Useful Links
For Members
Poll
All polls are finished