ნოტარიუსთა პალატის დელეგაციამ საერთშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე და პალატის აღმასრულებელი დირექტორი თეა აბრამიძე ზალცბურგში, ავსტრიის ნოტარიატის მიერ ორგანიზებულ 31-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ.
საერთაშორისო კონფერენციის თემა იყო ,,პრინციპი ევროპა - მოთხოვნის უფლება და გზა“.
ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორი უნდა იყოს ნოტარიუსთა საერთაშორისო გაერთიანების როლი მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების და იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინაშე დგას.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ევროპული კომისიის, ევროპის პარლამენტის მაღალი რანგის რეფერენტებმა, სამართლისა და სამეწარმეო და ასევე, სამეცნიერო სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა.