პროფესიებისა და განათლების ფორუმზე ნოტარიუსის პროფესიის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
რას წარმოადგენს ნოტარიუსის პროფესია, რა ეტაპების გავლაა საჭირო ამ პროფესიის დასაუფლებლად, რა სერვისების მიღება შეუძლია მოქალაქეს ნოტარიუსისგან - ამ საკითხებზე ესუბრა ნოტარიუსი ია ყიფიანი კავკასიის ფრანგულ სკოლაში ადგილობრივ და მოწვეულ თბილისის საჯარო თუ კერძო ფრანგულენოვანი სკოლების მოსწავლეებს. ღონისძიება განათლების ფარგლებში გაიმართა.
პროფესიებისა და განათლების ფორუმს კავკასიის ფრანგული სკოლა მასპინძლობს. მისი მიზანია, მეტი ინფორმაცია მიაწოდოს უფროსკლასელებს სხვადასხვა პროფესიების შესახებ და დახმარება გაუწიოს სწორი არჩევანის გაკეთებაში. ფორუმის ფარგლებში ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი პროფესიების წარმომადგენლები მოსწავლეებს ხვდებიან და თავისი პროფესიის შესახებ ესაუბრებიან.
წლევანდელ ფორუმზე ნოტარიუსის პროფესიის შესახებ ია ყოფიანმა ისაუბრა. მან ბავშვებს სანოტარო სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, შეხვედრის ბოლოს კი მათ შეკითხვებსაც უპასუხა. ღონისძიების მონაწილეებმა ნოტარიუსთა პალატისაგან საინფორმაციო ბუკლეტებიც მიიღეს, სადაც შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციისა და აქტუალურ საკითხებზე პასუხების მოძიება. ფორუმის მუშაობაში, ნოტარიუსების გარდა, 60-მდე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.