თეა წულუკიანი: ,,ჩვენ მოვარგეთ ინფრასტრუქტურა შშმ პირთა საჭიროებებს“
,,ჩვენ შევძელით, რომ იუსტიციის მინისტრის რამდენიმე ბრძანებაში შეგვეტანა ცვლილება იმისათვის, რომ უსინათლო პირებს სანოტარო მომსახურების თუ საჯარო რეესტრის სერვისების მიღებისათვის მუდმივად არ სჭირდებოდეთ თანმხლები პირი და მიუხედავად იმისა, ისინი არიან უსინათლოები თუ მცირემხედველნი, დამოუკიდებლად შეძლონ სერვისების მიღება. ცვლილებები პირველ თებერვალს შევიდა ძალაში და ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ სერვისის ხარისხზე მონიტორინგს.
ჩვენ მთლიანად მოვარგეთ ინფრასტრუქტურა შშმ პირთა საჭიროებებს. ესეც ვფიქრობ, რომ არის საამაყო, თბილისის იუსტიციის სახლში, რომელიც ლენტის გაჭრის ფორმით გაიხსნა 2012 წლის არჩევნებამდე, 2015 წელს მოეწყო თუნდაც პანდუსი, მანამდე ის მიუვალი იყო შშმ პირებისათვის და შესაბამისად, სერვისები ხელმიუწვდომელი იყო.
დღეს ჩვენი ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია იმისათვის, რომ შშმ პირებმა მიიღონ სერვისები. ერთადერთ გამოწვევად რჩება ის ძველებური სანოტარო ბიუროები. ნოტარიატი ლიბერალური პროფესიაა, შესაბამისად, აქ ვერც სახელმწიფო ბიუჯეტით, ვერც იუსტიციის სამინისტროს სსიპების საკუთარი შემოსავლებით ინფრასტრუქტურის გადახალისება ვერ მოხდება, თუმცა, საკანონმდებლო ვალდებულებები არსებობს და ნოტარიუსთა პალატა მზაობას გამოთქვამს, რომ ამ მხრივ პროგრესი რაც შეიძლება მალე გვიჩვენოს, “ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

Useful Links
For Members
Poll
All polls are finished