საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა
მარიკა გოგოლაძე ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა და თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავება დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. მარიკა გოგოლაძემ ნოტარიუსებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა, ესაუბრა სანოტარო სერვისების თაობაზე და ნოტარიატში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ზესტაფონში, წყალტუბოში, ახმეტაში, ამბროლაურში, დაბა ლენტეხსა და ქედაში 6 ნოტარიუსი დაინიშნა. სანოტარო მომსახურება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომია.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished