ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსობის მსურველ სტაჟიორთა ტესტირება ჩატარდა
![](crop.php?img=res/images/IMG_5872.jpg&width=200&height=200)
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟიორთა ტესტირება ჩატარდა. კონკურსანტებმა ტესტირება ზოგად უნარებში გაიარეს.
ტესტირების შედეგად გამარჯვებული კანდიდატები სტაჟირებას ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში გაივლიან. სტაჟირების სრული კურსი 8 თვიანია და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს. პრაქტიკულ სწავლებას სტაჟიორები სანოტარო ბიუროებში გაივლიან.
სტაჟირების კურსის გავლა ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. თეორიული და პრაქტიკული კურსის დასრულების შემდეგ, სტაჟიორი საფუძვლიანად ფლობს სანოტარო საქმიანობისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
სტაჟირების 8 თვიან კურსს 60 კანდიდატი გაივლის.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished