ნოტარიუსის თანაშემწის 15 კურდამთვარებულიდან, პირველ ეტაპზე, 11 დასაქმდება

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა თანაშემწეების მომზადების პირველი ეტაპი დასრულდა. ერთთვიანი სწავლება წარმატებით 15-მა  კურსდამთავრებულმა გაიარა. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ დღეს მათ სერტიფიკატები გადასცა. პირველ ეტაპზე,  სანოტარო ბიუროში 11 მათგანი დასაქმდება.

კურსდამთავრებულთა მონაცემები განთავსებულია ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე არსებულ ელექტრონულ ბაზაში და ნოტარიუსები, საჭიროების შემთხვევაში, თანაშემწეებს აღნიშნული ბაზიდან შეარჩევენ.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სანოტარო ბიუროში დასაქმების მსურველთა მომზადება ამა წლის მაისიდან დაიწყო. ამჟამად სასწავლო კურსს კიდევ 38 მსურველი გადის. ნოტარიუსის თანაშემწეთა მომზადება პერმანენტულად გაგრძელდება. ვინც სასწავლო კურსს წარმატებით დაასრულებს,  ელექტრონულ ბაზაში ყველა მათგანის მონაცემები განთავსდება.

როგორც ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის დანარჩენ კურსდამთავრებულებსაც სანოტარო ბიუროებში დასაქმების რეალური შანსი აქვთ. ნოტარიუსებს ბევრი ახალი ფუნქცია დაემატათ, ამასთან, გაიზარდა ნოტარიუსთა რაოდენობა,  შესაბამისად, სანოტარო ბიუროებში თანამშრომლებზე მოთხოვნაც მეტია.