საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის 30-ე სართაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. ღონისძიებას, რომელიც ავსტრიაში, ქ. ზალცბურგში მიმდინარეობს, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი მანანა გოგაშვილი ესწრება. კონფერენციის მუშაობაში ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნის ნოტარიუსები მონაწილეობენ, მისი ორგანიზატორი ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირი და ევროპის ნოტარიუსთა კავშირია.
კონფერენციის თემა ციფრულ ეპოქაში სანოტარო სისტემის გამოწვევებია. ღონისძიების მონაწილეები მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ნოტარიუსი და მომხმარებელთა დაცვა ციფრულ სამყაროში, მათ შორის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და კომპანიის ჩამოყალიბებისას; ელექტრონული სერვისები და მათი უსაფრთხოება; "სმართ კონტრაქტები“ მონაცემთა დაცვა და სხვ.
კონფერენციის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს ციფრირების შესაძლებლობებსა და მის პოტენციურ რისკებზე. იმსჯელეს ნოტარიუსების როლზე მომხმარებელთა ინტერესების დაცვის საქმეში.
ლათინური ნოტარიატის 30-ე სართაშორისო კონფერენცია მუშაობას ხვალ დაასრულებს.
საქართველოს ნოტარიატი ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირში 2007 წლის 26 ოქტომბერს გაერთიანდა. კავშირი ერთხმად აღიარებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, როგოც საქართველოს ნოტარიატის უმაღლეს წარმომადგენლოებას და მას ამ კავშირის წევრებისთვის დადგენილ უფლებასა და პრივილეგიას ანიჭებს.