ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 31 მარტის  №68 ბრძანებით, მიმდინარე წლის 3 მაისს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა.

საკვალიფიკაციო გამოცდა  იუსტიციის სასწავლო ცენტრში ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი  ზოგად უნარ-ჩვევებს მოიცავს (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები), მეორე ეტაპი კი − პროფესიულ ტესტირებას.

საგამოცდო თემატიკა და წარსადგენი დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1010023