ვაკანსია საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ფილოლოგიის, და/ან ჟურნალისტიკის მიმართულებით; ჟურნალისტად ან საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მართვის გამოცდილება.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ფუნქციებია: პიარ-სტრატეგიის შემუშავება, პიარ-კამპანიების დაგეგმვა, ღონისძიებების მოწყობა, საინფორმაციო მასალების მომზადება; მედიის მონიტროინგი ნოტარიუსთა პალატისათვის მნიშვნელოვან თემებზე.კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება, პირველ ეტაპზე შემოსული განცხადებები განიხილება და გადაირჩევა საკონკურსო მოთხოვნათა შესაბამისად, რის შემდეგაც ჩატარდება გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაციის ნახვა მსურველებს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე შეუძლიათ: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/46786?active=1