2017 წლის შეჯამება

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 2017 წელი შეაჯამა. რა მიღწევებითა და წარმატებებით ასრულებს უწყება მიმდინარე წელს და რას გეგმავს სამომავლოდ, - ამ საკითხებზე თანამშრომლებს პალატის ხელმძღვანელი მარიკა გოგოლაძე ესაუბრა. 

შეხვედრის ბოლოს ნოტარიუსთა პალატამ ის თანამშრომლები დააჯილდოვა, რომელთა საქმიანობაც წელს განსაკუთრებით ეფექტური იყო. სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები თეა ჯალაღანიას, ირაკლი ხურციძეს, ნათია პალიანცს, მაია ბიგანიშვილსა და ლია სიდამონიძეს გადაეცათ.