ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატთა ფინალური გამოცდა
ნოტარიუსთა თანაშემწეობის მსურველთა სწავლება სრულდება
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატთა მომზადების კურსი სრულდება. ორთვიანი სწავლების შემდეგ, კურსის მონაწილეებს თეორიული ნაწილის ფინალური გამოცდა უტარდებათ.
გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, მიღებული თეორიული ცოდნა უშუალოდ პრაქტიკულ საქმიანობაში გამოავლინონ. პრაქტიკას ისინი სანოტარო ბიუროებში გაივლიან და უფრო უკეთ გაეცნობიან ნოტარიუსების საქმიანობის სპეციფიკას, რის შემდეგაც ნოტარიუსის თანაშემწის მოვალეობის შესრულებას უკვე სრულყოფილად შეძლებენ.
ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატთა მომზადების კურსის გავლა ნოტარიუსის საქმიანობის მსურველთათვის დასაქმების რეალური შესაძლებლობაა. პრაქტიკის დასრულების შემდეგ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე განთავსდება ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, ვინც სწავლება გაიარა. სასურველ თანაშემწეებს საქართველოს ნოტარიუსები სწორედ მათგან შეარჩევენ.
ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატთა მომზადების კურსის გავლის შემდეგ, ნოტარიატის სისტემაში არაერთი პირი დასაქმდა.