NEWS

იუსტიციის მინისტრი რეგიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს  შეხვდა იუსტიციის მინისტრი რეგიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა
May 17, 2013
საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღეს ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა. 25 ოქტომბრის შემდეგ თიანეთის, თერჯოლას, წყალტუბოს, ქარელისა და ოზურგეთის მოსახლეობას პირველად ჰყავს ნოტარიუსები. ნოტარიუსი დაინიშნა ასევე დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებულ წეროვანში, ასევე, ბათუმთან, ხოფაში.



ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს ნოტარიუსად დანიშვნის პირობები გააცნეს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს ნოტარიუსად დანიშვნის პირობები გააცნეს
May 13, 2013

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელმა დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ჩაატარა ლექცია თემაზე „როგორ გავხდე ნოტარიუსი?“.  პალატის გამგეობის წევრმა ხათუნა კალანდარიშვილმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობები, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და სტაჟირების კონკურსის შესახებ ინფორმაცია გააცნო.




ქართველი ნოტარიუსები ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი ნოტარიუსები ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
May 10, 2013

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია ნოტარიუსთა საერთაშორისო გაერთიანების ევროპულ საქმეთა კომისის პლენარულ სხომაში მონაწილეობდა. კონფერენცია ლიტვაში, ვილნიუსში ჩატარდა. სხდომას საქართველოს გარდა, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის 16 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები რეგიონის მოსახლეობას შეხვდნენ ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები რეგიონის მოსახლეობას შეხვდნენ
May 2, 2013
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები  ვანის მოსახლეობას შეხვდნენ და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის, სტაჟირების კონკურსებისა და სანოტარო სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 



ნოტარიუსთა პალატა საქართველოს ქმედუუნარო მოქალაქეთა ელექტრონულ ბაზას ქმნის ნოტარიუსთა პალატა საქართველოს ქმედუუნარო მოქალაქეთა ელექტრონულ ბაზას ქმნის
April 30, 2013

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა საქართველოს ქმედუუნარო მოქალაქეთა ელექტრონულ ბაზას ქმნის, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოების უკეთ დაცვას.