NEWS

სამართლის სკოლის სტუდენტები ნოტარიატში გატარებულ რეფორმებს გაეცნენ სამართლის სკოლის სტუდენტები ნოტარიატში გატარებულ რეფორმებს გაეცნენ
May 31, 2013
საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები ეწვივნენ. პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა თეა აბრამიძემ მათ ნოტარიატში გატარებული რეფორმები, ელექტრონული სანოტარო სერვისები და  ნოტარიუსთა პალატის ფუნქციები გააცნო.



დღეს ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟირების კონკურსი ჩატარდა დღეს ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟირების კონკურსი ჩატარდა
May 29, 2013
საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დღეს ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟირების კონკურსი ჩატარდა. 



ნოტარიუსთა პალატა უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას აგრძელებს ნოტარიუსთა პალატა უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას აგრძელებს
May 28, 2013

საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ „გორგასალს“ შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ნოტარიუსთა პალატამ უკვე 23-ე უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი.




ნოტარიუსობის მსურველ სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი
May 24, 2013

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში გამოცხადებული ნოტარიუსობის მსურველ კანდიდატთა კონკურსი ჩატარდება 29  მაისს.




სემინარები ნოტარიუსთათვის აქტუალურ საკითხებზე სემინარები ნოტარიუსთათვის აქტუალურ საკითხებზე
May 18, 2013

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთათვის აქტუალურ საკითხებზე სემინარების ჩატარებას იწყებს. სემინარი მოიცავს  შემდეგ თემებს: სანივთო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, ადმინისტრაციული სამართლის პროცესი და სამოქალაქო სამართლის პროცესი.

პირველ ეტაპზე ტრენინგი ჩატარდება დასავლეთ საქართველოს რეგიონების ნოტარიუსებისთვის ქუთაისში. აღნიშნულ თემებზე სემინარებს ეტაპობრივად დაესწრება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ნოტარიუსი.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, კანონმდებლობაში დანერგილი სიახლეების გაცნობის,  აქტუალარ საკითხებსა და პრობლემებზე მსჯელობისა და მათი გადაჭრის მიზნით,  ნოტარიუსთათვის სემინარები წელიწადში ორჯერ ტარდება.