NEWS
მომსახურების ეფექტურობისა და ხარისხის გაზრდის მიზნით სწავლება ყველა ნოტარიუსმა გაიარა Octomber 15, 2013 საქართველოში მოქმედ
ყველა ნოტარიუსს, სანოტარო მომსახურების ეფექტურობისა და ხარისხის გაზდის მიზნით, სემინარი
ჩაუტარდა.
|
|
ქართველი ნოტარიუსი ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს წევრად აირჩიეს Octomber 11, 2013 საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ბაჩანა შენგელია და გამგეობის წევრი დავით ოქროშიძე პერუში, ქ. ლიმაში გამართულ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრთა საერთო კრებასა და კავშირის 27-ე კონგრესში მონაწილეობენ. |
|
სტუდენტებს ახალი სანოტარო სერვისი-სანოტარო მედიაცია გააცნეს Octomber 9, 2013 საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დღეს ილიას სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ. ნოტარიუსთა პალატის გენერალურმა დირექტორმა თეა აბრამიძემ მათ პალატის საქმიანობა და ნოტარიატში დანერგილი სიახლეები და რეფორმები გააცნო. |
|
ქუთაისის მოსახლეობას სანოტარო მედიაციის უპირატესობა გააცნეს Sectember 28, 2013 დღეს ქუთაისში, იუსტიციის სახლში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ნოტარიუსებმა მოსახლეობას სანოტარო მედიაციის მნიშვნელობა და უპირატესობა გააცნეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, სანოტარო მედიაცია 2013 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება. აღნიშნული სერვისი მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს სამოქალაქო დავების მოგვარების პროცესს. ნოტარიუსს მიენიჭა მედიატორის ფუნქცია სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე. მოდავე მხარეებს აღარ მოუწევთ სასამართლოში წასვლა, მივლენ ნებისმიერ მედიატორ ნოტარიუსთან. ნოტარიუსი, როგორც მიუკერძოებელი მრჩეველი, თანაბრად დაიცავს ყველა მხარის ინტერესებს და მაქსიმალურად შეეცდება არა მხოლოდ დავის მოგვარებას, არამედ, მოდავეთა შერიგებასაც. ამასთან, მორიგების დასრულების შემდეგ შედგება სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი - მორიგების აქტი, რომლითაც განისაზღვრება თითოეული მხარის მოვალეობანი. შესაბამისად, სანოტარო მედიაცია სამოქალაქო დავების მოგვარების გამარტივებული და იაფი ფორმაა. დღეს ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო დავების დიდი ნაწილი მედიაციის მეშვეობით წყდება. ახალი სანოტარო სერვისი 25 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა წარადგინა. ნოტარიუსთა პალატის წრამომადგენლები ქუთაისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებისა და რეგიონების მოსახლეობასაც შეხვდებიან და სანოტარო მედიაციის მნიშვნელობას გააცნობენ. |
|
იუსტიციის მინისტრმა ახალი სანოტარო სერვისი - სანოტარო მედიაცია წარადგინა Sectember 25, 2013 საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 25 სექტემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ახალი სანოტარო სერვისი - სანოტარო მედიაცია წარადგინა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, ასევე, იმ უწყებების (სასამართლო, შემოსავლების სამსახური, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) წარმომადგენლები, რომელთაც მედიაციის სერვისი უკვე დანერგილი აქვთ. |