NEWS

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირებას 33 სტაჟიორი გააგრძელებს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირებას 33 სტაჟიორი გააგრძელებს
December 24, 2013

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორებს, სწავლების თეორიული კურსის დასრულების შემდგომ, ტესტირება ჩაუტარდათ. 39 სტაჟიორიდან  33-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ისინი უკვე სტაჟირების პრაქტიკულ კურსს გაივლიან  სანოტარო ბიუროებსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში.




იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სანოტარო მედიაციის უპირატესობას ეცნობიან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სანოტარო მედიაციის უპირატესობას ეცნობიან
December 18, 2013

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში  უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის სანოტარო მედიაციის თემაზე სამდღიანი სემინარი დაიწყო.




ნოტარიუსთა პალატაში მოქალაქეთა მომსახურება გრძელდება
December 9, 2013

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში ნოტარიუსთა პალატის არქივის მომსახურება თბილისის იუსტიციის სახლის საქმიანობის აღდგენამდე გაგრძელდება.




თბილისის იუსტიციის სახლის სიახლეები
December 5, 2013
როგორც ცნობილია, 3 დეკემბერს 15 საათისთვის თბილისის იუსტიციის გარე სახურავის ერთი ნაწილი ჩამოიშალა.
საბედნიეროდ, ამ ინციდენტის შედეგად არავინ დაზიანებულა. მოხდა შენობის ევაკუაცია, ხოლო პერიმეტრს ახლაც იცავს პატრული გარე სახურავის იმ ადგილებში, რომელთა უსაფრთხო ხასიათიც ჯერ ბოლომდე უზრუნველყოფილი არ არის.



განცხადება
December 4, 2013
იუსტიციის სახლის საქმიანობის აღდგენამდე, ნოტარიუსთა პალატის არქივის მომსახურების მიღება (უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები დოკუმენტების შესახებ ინფორმაციისა და დამოწმებული ასლების გაცემის თაობაზე განცხადებების მიღება და მომზადებული დოკუმენტების გაცემა) დროებით შესაძლებელია ნოტარიუსთა პალატის ოფისში (მისამართი: წერეთლის გამზ. №142, სამთო ქიმიის შენობა, მე-4 სართული).