სანოტარო ბიუროში დასაქმების მსურველთა სწავლება დაიწყო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სანოტარო ბიუროში დასაქმების მსურველთა სწავლება დაიწყო.
სასწავლო კურსი ერთთვიანია და კურსდამთავრებულებს დასაქმების რეალური შანსი ეძლევათ. ნოტარიუსებს ბევრი ახალი ფუნქცია დაემატათ, გაიზარდა ნოტარიუსთა რაოდენობა,  შესაბამისად, სანოტარო ბიუროებში თანამშრომლებზე მოთხოვნაც მეტია.
სასწავლო კურსის  წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებული მიიღებს სერტიფიკატს, შეიქმნება ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, სადაც ყველა სერტიფიცირებული პირი დარეგისტრირდება და შემდგომში ნოტარიუსი სანოტარო ბიუროსთვის კვალიფიციურ თანამშრომელს აღნიშნული ბაზიდან შეარჩევს.
სასწავლო კურსს 139 უმაღლესი განათლების მქონე პირი და დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი გავლის. პირველ ეტაპზე, აპრილში, სწავლება 60 მსურველისთვის დაიწყო, მეორე ჯგუფი  სასწავლო კურსს ივნისიდან გაივლის.