ტრენინგი მასმედიასთან ურთიერთობაში

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით,  ნოტარიუსებისთვის ჩატარდა ორდღიანი სწავლება თემაზე: „მასმედიასთან ურთიერთობის ნიუნსებისა და ქცევის დაუფლება“.
ტრენინგის მიზანი იყო ნოტარიუსებისთვის მასმედიის როლის, მასმედიის თითოეული საშუალების მუშაობის სპეციფიკის გაცნობა, ასევე, მათთან სწორი და ეფექტური ურთიერთობის, პრეზენტაციული უნარ-ჩვევების შესწავლა.
ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა კრიზისულ სიტუაციებში თავი მართვის, სატელევიზიო კომენტარის, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის ხელოვნების დაუფლებაზე.
სასწავლო ცენტრი ნოტარიუსებისთვის მსგავსი ტრენინგის ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.