„იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი გამჭვირვალობა და საზოგადების წინაშე ანგარიშვალდებულებაა, - განაცხადა მედიასთან შეხვდრაზე გიორგი ვაშაძემ, ჩვენ ვცდლობთ, ვიყოთ ნოვატორები, პროაქტიულები, გავატაროთ რეფორმები, რომლებიც მოქალაქეებს სამინისტროსთან კომუნიკაციას გაუადვილებს, ამ ყველაფრის საზოგადოებამდე მიტანაში კი მთელი გასული წლის განმავლობაში ვგრძნობდით ყველა თქვენგანის, უკლებლივ ყველა მედიასაშუალების მხარდაჭერას, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით“.
2011 წელს იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სამსახურების - ნოტარიუსთა პალატის, საჯარო და სამოქალაქო რეესტრების, ეროვნული აქრივის, აღრულების ეროვნული ბიუროს, საკანონმდებლო მაცნეს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ დანერგილი სიახლეები და სერვისები აქტიურად შუქდებოდა ქართულ და უცხოურ მედიაში. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჟურნალისტებისათვის იუსტიციის სამინისტროს ახლი პროექტი - იუსტიციის სახლი, რომელიც ამჟამად უკვე საქართველოს ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს. საინფორმაციო მხარდაჭერისთვის სპეციალური სიგელები დღეს თითქმის ყველა მედია-საშუალების - ტელევიზიების, რადიოების, ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენლებს გადაეცათ.
იუსტიციის სამინისტროში მედიის წარმომადგენლებისთვის მიღება გაიმართა
14 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჟურნალისტებისთვის მიღება გაიმართა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დააჯილდოვა ის ჟურნალისტები, რომლებიც გასული 2011 წლის მანძილზე აქტიურად აშუქებდნენ იუსტიციის სამინისტროსა და სამინისტრის საჯაროს სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის ნოტარიუსთა პალატის, საქმიანობას.„იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი გამჭვირვალობა და საზოგადების წინაშე ანგარიშვალდებულებაა, - განაცხადა მედიასთან შეხვდრაზე გიორგი ვაშაძემ, ჩვენ ვცდლობთ, ვიყოთ ნოვატორები, პროაქტიულები, გავატაროთ რეფორმები, რომლებიც მოქალაქეებს სამინისტროსთან კომუნიკაციას გაუადვილებს, ამ ყველაფრის საზოგადოებამდე მიტანაში კი მთელი გასული წლის განმავლობაში ვგრძნობდით ყველა თქვენგანის, უკლებლივ ყველა მედიასაშუალების მხარდაჭერას, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით“.
2011 წელს იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სამსახურების - ნოტარიუსთა პალატის, საჯარო და სამოქალაქო რეესტრების, ეროვნული აქრივის, აღრულების ეროვნული ბიუროს, საკანონმდებლო მაცნეს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ დანერგილი სიახლეები და სერვისები აქტიურად შუქდებოდა ქართულ და უცხოურ მედიაში. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჟურნალისტებისათვის იუსტიციის სამინისტროს ახლი პროექტი - იუსტიციის სახლი, რომელიც ამჟამად უკვე საქართველოს ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს. საინფორმაციო მხარდაჭერისთვის სპეციალური სიგელები დღეს თითქმის ყველა მედია-საშუალების - ტელევიზიების, რადიოების, ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენლებს გადაეცათ.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished