ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟირების კონკურსის შედეგები
ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟირების კონკურსზე გამსვლელი 70 ქულა 20-მა კონკურსანტმა გადალახა. ტესტირება ზოგად უნარებში ჩატარდა. სტაჟიორები ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სწავლებას რვა თვის განლავლობაში გაივლიან. სტაჟირება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს. თეორიული სწავლება ითვალისწინებს სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას, პრაქტიკულ კურს კი სტაჟიორები სანოტარო ბიუროებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სამოქალაქო რეესტრში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მომსახურების სააგენტოში გაივლიან.
დანართის სახით გთავაზობთ სიას იმ კონკურსანტებისას, ვინც ტესტირება წარმატებით გაიარა.
ასევე გაცნობებთ, რომ სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და
პირობების შესახებ დებულების თანახმად, განცხადება პრეტენზიის თაობაზე
მიიღება ტესტირების შედეგების გამოცხადებიდან მეორე დღეს (9 ნოემბერს) 18
საათამდე წერილობით. საპრეტენზიო კომისიის მიერ განცხადებები განიხილება
მისი რეგისტრაციიდან ორი დღის ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე
შედგება ოქმი.
დანართი
დანართი
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished