იუსტიციის სახლში მოქალაქე ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისით სარგებლობს. პალატის არქივში უფლებამოსილებაშეწყვეტილი და გარდაცვლილი ნოტარიუსების სანოტარო დოკუმენტაცია ინახება და ამ დოკუმენტების დამოწმებული ასლები გაიცემა. არქივის დოკუმენტაციის ელექტრონული ბაზის შექმნის შემდეგ, აღნიშნული მომსახურების მიღება უკვე ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე შეიძლება. მოქალაქეს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტის დამოწმებული ასლის მიღება შეუძლია, როგორც ნოტარიუსთა პალატაში, ასევე, იუსტიციის სახლსა და სანოტარი ბიუროებში.
სომხეთის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. სტუმრები 6 ნოემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ ნოტარიუსთა საერთო კრებასა და ნოტარიუსთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. შემდეგ კი ლილოში ახლად აშენებული არქივის შენობაც მოინახულეს. შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი შენობა, არქივის დოკუმენტაციის ელექტრონული ბაზა და ინფორაციის მოძიების გამარტივებული სისტემა - ეს ყველაფერი ერთად არქივის დოკუმენტაციის უსაფრთხოდ დაცვის გარანტიას იძლევა.
სომეხი კოლეგები საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ხშირად სტუმრობენ. გასულ წელს ნოტარიუსთა პალატის მიერ ბათუმში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაშიც მონაწილეობდნენ. ქართულ ნოტარიატში დანეგილი სერვისები მათი მხრიდან დიდ დაინტერესებას იწვევს. გამოცდილების გაზიარების მიზნით, სომხეთის ნოტარიუსთა პალატამ ქართველი კოლეგები 2011 წლის მაისში სომხეთშიც მიიწვია.
სომხეთის დელეგაცია ნოტარიუსთა პალატისა და იუსტიციის სამინისტროს სერვისებს გაეცნო
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ სომხეთის დელეგაციას უმასპინძლა. სომხეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა და ნოტარიუსებმა დღეს რუსთავის იუსტიციის სახლი მოინახილეს და მის კონცეფციასა და სერვისებს გაეცნენ.იუსტიციის სახლში მოქალაქე ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისით სარგებლობს. პალატის არქივში უფლებამოსილებაშეწყვეტილი და გარდაცვლილი ნოტარიუსების სანოტარო დოკუმენტაცია ინახება და ამ დოკუმენტების დამოწმებული ასლები გაიცემა. არქივის დოკუმენტაციის ელექტრონული ბაზის შექმნის შემდეგ, აღნიშნული მომსახურების მიღება უკვე ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე შეიძლება. მოქალაქეს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტის დამოწმებული ასლის მიღება შეუძლია, როგორც ნოტარიუსთა პალატაში, ასევე, იუსტიციის სახლსა და სანოტარი ბიუროებში.
სომხეთის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. სტუმრები 6 ნოემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ ნოტარიუსთა საერთო კრებასა და ნოტარიუსთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. შემდეგ კი ლილოში ახლად აშენებული არქივის შენობაც მოინახულეს. შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი შენობა, არქივის დოკუმენტაციის ელექტრონული ბაზა და ინფორაციის მოძიების გამარტივებული სისტემა - ეს ყველაფერი ერთად არქივის დოკუმენტაციის უსაფრთხოდ დაცვის გარანტიას იძლევა.
სომეხი კოლეგები საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ხშირად სტუმრობენ. გასულ წელს ნოტარიუსთა პალატის მიერ ბათუმში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაშიც მონაწილეობდნენ. ქართულ ნოტარიატში დანეგილი სერვისები მათი მხრიდან დიდ დაინტერესებას იწვევს. გამოცდილების გაზიარების მიზნით, სომხეთის ნოტარიუსთა პალატამ ქართველი კოლეგები 2011 წლის მაისში სომხეთშიც მიიწვია.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished