აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ნოტარიატის ისტორიაში პირველი ნოტარიუსთა ეთიკის კოდექსია. იგი განსაზღვრავს ნოტარიუსის პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებსა და მორალურ სტანდარტებს, რომლითაც ნოტარიუსმა უნდა იხელმძღვანელოს, როგორც მოქალაქეებთან, ასევე სახელმწიფო ორგანოებსა და კოლეგებთან ურთიერთობისას.
ნოტარიუსის ეთიკის კოდექსს საფუძვლად უდებს ნოტარიატის შესახებ ქართული კანონმდებლობა და ლათინური ნოტარიატის ფუნდამენტური პრინციპები (საქართველოს ნოტარიატი ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირში 2007 წლიდან გაწევრიანდა).
„ნოტარიუსის ეთიკის კოდექსის“ მიღების შემდეგ ნოტარიუსთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ნოტარიუსთა პროფესიული დღე საქართველოში 2002 წლიდან აღინიშნება. იგი ქრისტიანულ დღესასწაულს - წმინდა მოწამეების, მარკიანესა და მარტვირის ხსენების დღეს უკავშირდება. ისინი მეოთხე საუკუნეში კონსტანტინეპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ და პატრიარქის, პავლე აღმსარებლის ნოტარიუსების მორჩილებას აღასრულებდნენ. მას შემდეგ რაც ერეტიკოსებმა წმინდა პავლე სამეფო ქალაქიდან განდევნეს და მოკლეს, მისი კათედრა არიანელ მაკედონიუსს გადაეცა. მწვალებლები ჯერ მოსყიდვით, შემდეგ კი მუქარით ცდილობდნენ მარკიანესა და მარტვირის გადაბირებას, მაგრამ მარკიანე და მარტვირი ურყევად აღიარებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რის გამოც ისინი სიკვდილით დასაჯეს.
ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერია ნოტარიუსებს პროფესიული დღე მიულოცა და სხვა და სხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ნოტარიუსებს სამახსოვროდ საჩუქრებს გადასცა.
ნოტარიუსებმა პირველი ეთიკის კოდექსი მიიღეს
საქართველოს ნოტარიუსებმა დღეს ნოტარიუსთა ეთიკის კოდექსი მიიღეს. ღონისძიება სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა. მას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და სომხეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ნოტარიატის ისტორიაში პირველი ნოტარიუსთა ეთიკის კოდექსია. იგი განსაზღვრავს ნოტარიუსის პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებსა და მორალურ სტანდარტებს, რომლითაც ნოტარიუსმა უნდა იხელმძღვანელოს, როგორც მოქალაქეებთან, ასევე სახელმწიფო ორგანოებსა და კოლეგებთან ურთიერთობისას.
ნოტარიუსის ეთიკის კოდექსს საფუძვლად უდებს ნოტარიატის შესახებ ქართული კანონმდებლობა და ლათინური ნოტარიატის ფუნდამენტური პრინციპები (საქართველოს ნოტარიატი ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირში 2007 წლიდან გაწევრიანდა).
„ნოტარიუსის ეთიკის კოდექსის“ მიღების შემდეგ ნოტარიუსთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ნოტარიუსთა პროფესიული დღე საქართველოში 2002 წლიდან აღინიშნება. იგი ქრისტიანულ დღესასწაულს - წმინდა მოწამეების, მარკიანესა და მარტვირის ხსენების დღეს უკავშირდება. ისინი მეოთხე საუკუნეში კონსტანტინეპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ და პატრიარქის, პავლე აღმსარებლის ნოტარიუსების მორჩილებას აღასრულებდნენ. მას შემდეგ რაც ერეტიკოსებმა წმინდა პავლე სამეფო ქალაქიდან განდევნეს და მოკლეს, მისი კათედრა არიანელ მაკედონიუსს გადაეცა. მწვალებლები ჯერ მოსყიდვით, შემდეგ კი მუქარით ცდილობდნენ მარკიანესა და მარტვირის გადაბირებას, მაგრამ მარკიანე და მარტვირი ურყევად აღიარებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რის გამოც ისინი სიკვდილით დასაჯეს.
ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერია ნოტარიუსებს პროფესიული დღე მიულოცა და სხვა და სხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ნოტარიუსებს სამახსოვროდ საჩუქრებს გადასცა.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished