როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სტაჟირება არ გულისხმობს მხოლოდ სანოტარო ბიუროში პრაქტიკას, არამედ მოიცავს სწავლების ფართო სპექტრს, სხვა სტრუქტურების საქმიანობის გაცნობას.
სერტიფიკატები გადაეცა 41 იურიდიული განათლების მქონე პირს, ვინც სტაჟირების კურსი წარმატებით გაიარა. მათგან 20-ს ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდაც ჩაბარებული აქვს და, შესაბამისად, ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
„კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, მოხდა ლიბერალიზაცია და ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პროცედურა გამარტივდა. ყველანაირად ვცდილობთ, მეტი ახალგაზრდა კადრი მოვიზიდით ნოტარიატის სფეროში,“ - განაცხადა დიმიტრი ძაგნიძემ.
ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს იურიდიული განათლების მქონე პირმა, რომელსაც გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
„ნოტარიუსობის მსურველი პირები სტაჟირებას ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში გადიან. სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს. თეორიული სწავლება ითვალისწინებს სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას, პრაქტიკულ კურს კი სტაჟიორები სანოტარო ბიუროებში გადიან,“ - აღნიშნა ნინო ხოფერიამ.
ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟიორთა ხელახალი კონკურსი ამა წლის ნოემბერში ჩატარდება.
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორებს სერტიფიკარები გადასცა. სტაჟიორებს სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა გიორგი ვაშაძემ და დიმიტრი ძაგნიძემაც მიულოცეს.როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სტაჟირება არ გულისხმობს მხოლოდ სანოტარო ბიუროში პრაქტიკას, არამედ მოიცავს სწავლების ფართო სპექტრს, სხვა სტრუქტურების საქმიანობის გაცნობას.
სერტიფიკატები გადაეცა 41 იურიდიული განათლების მქონე პირს, ვინც სტაჟირების კურსი წარმატებით გაიარა. მათგან 20-ს ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდაც ჩაბარებული აქვს და, შესაბამისად, ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
„კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, მოხდა ლიბერალიზაცია და ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პროცედურა გამარტივდა. ყველანაირად ვცდილობთ, მეტი ახალგაზრდა კადრი მოვიზიდით ნოტარიატის სფეროში,“ - განაცხადა დიმიტრი ძაგნიძემ.
ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს იურიდიული განათლების მქონე პირმა, რომელსაც გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
„ნოტარიუსობის მსურველი პირები სტაჟირებას ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში გადიან. სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს. თეორიული სწავლება ითვალისწინებს სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას, პრაქტიკულ კურს კი სტაჟიორები სანოტარო ბიუროებში გადიან,“ - აღნიშნა ნინო ხოფერიამ.
ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟიორთა ხელახალი კონკურსი ამა წლის ნოემბერში ჩატარდება.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished